ცხოვრების დონის ხანგრძლივი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზე გავიდა, საუკეთესო ხუთეულში, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა. საქართველო აგრძელებს პროგრესს, აგრძელებს განვითარებას და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას - მიხეილ დუნდუა

მიხეილ დუნდუა

ცხოვრების დონის ხანგრძლივი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზე გავიდა, საუკეთესო ხუთეულში, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ.

მისი თქმით, საქართველო აგრძელებს პროგრესს, აგრძელებს განვითარებას და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.

„ცხოვრების დონის ხანგრძლივი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზე გავიდა, საუკეთესო ხუთეულში, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა. მნიშვნელოვანია, რომ ისეთ კატეგორიებში, როგორიც არის კორუფციის აღქმა და ცხოვრებისეული არჩევანის თავისუფლება, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულებში მოხვდა, ნატო-სა და ევროკავშირის წევრ 19-20 სახელმწიფოზე წინ არის ამ პარამეტრით. საქართველო აგრძელებს პროგრესს, აგრძელებს განვითარებას და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას“, - აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.