წელს, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, 250-ზე მეტი მაშველი იზრუნებს მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე და საჭიროების შემთხვევაში, მუდმივად მზადყოფნაში იქნება დამატებით, 40-ზე მეტი მცურავი საშუალება - გელა გელაძე

გელა გელაძე

ბათუმში საზღვაო ტურისტული სეზონი "ზაფხულის ფესტივალით" იხსნება. ყველაზე ფერადი ფესტივალი, რომელსაც ბათუმი ყოველწლიურად მასპინძლობს, წელსაც ანბანის კოშკთან გაიმართება და მასზე დასწრება ყველა მსურველს შეეძლება.

სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, უკვე გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს ღონისძიება.

მონაწილეებს კი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და შინაგან საქმეთა მინისტრმა მიმართეს.

"საზაფხულო სეზონს, მაქსიმალურად მობილიზებულად, გაძლიერებული რესურსით, განახლებული ტექნიკითა და აღჭურვილობით ვხვდებით. აჭარის რეგიონში, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტმა, სხვადასხვა რეგიონიდან, დამატებით საპოლიციო ძალების მობილიზება მოახდინა. დანაშაულის პრევენციის კუთხით, ჩვენი თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში ატარებენ შესაბამის, სხვადასხვა სახის ღონისძიებას. წელს, გაძლიერებული რესურსით იქნება წარმოდგენილი დაცვის პოლიციაც, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების დაცვას რეკრეაციულ ზონებში. ჩვენი გმირი მაშველების დამსახურებით, ყოველწლიურად, ტურისტულ სეზონზე, მრავალი ადამიანის სიცოცხლეა გადარჩენილი. წელს, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, 250-ზე მეტი მაშველი იზრუნებს მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე და საჭიროების შემთხვევაში, მუდმივად მზადყოფნაში იქნება დამატებით, 40-ზე მეტი მცურავი საშუალება. უწყება უზრუნველყოფს უსაფრთხო და სტაბილურ გარემოს, როგორც ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ასევე უცხოური ვიზიტორებისა და დამსვენებლებისთვის,"- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ.