თორნიკე ფაღავა: ევრობიუროკრატიის დღევანდელი სავალალო მდგომარეობა ევროკავშირის მიმართ ქართული საზოგადოების ნდობას ძირს უთხრის, რაც ძალიან დასანანია

თორნიკე ფაღავა

 აშშ დაუნდობლად აკრიტიკებს ევრობიუროკრატიას და ევროპაში არსებულ დემოკრატიულ უკუსვლას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ფაღავამ.

მისი თქმით, ევრობიუროკრატიის მდგომარეობა ევროპის მიმართ ქართველი საზოგადოების ნდობას ძირს უთხრის.

„აშშ დაუნდობლად აკრიტიკებს ევრობიუროკრატიას და ევროპაში არსებულ დემოკრატიულ უკუსვლას. ამასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დიდი ხანია ვსაუბრობთ. ევრობიუროკრატიის დღევანდელი სავალალო მდგომარეობა ძირს უთხრის ქართული საზოგადოების ნდობას ზოგადად ევროკავშირის მიმართ, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა“, - აცხადებს ფაღავა.

ის საკითხები, რომლებზეც საქართველოს ხელისუფლება დიდი ხანია ამახვილებს ყურადღებას, ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების სტრატეგიაშიც გაკრიტიკებულია. ამასთან ერთად, აქცენტი კეთდება ევროკავშირში არსებულ კრიზისზე.