თეთრ სახლში ტრამპის ვიზიტს რუსეთში არ გამორიცხავენ

მკ

თეთრი სახლის პრესმდივანი კეროლაინ ლევიტი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გეგმებს რუსეთში ვიზიტთან დაკავშირებით არ გამორიცხავს.

კერძოდ, ერთ-ერთი ბრიფინგის დროს ჟურნალისტებმა ლევიტს ჰკითხეს, შესაძლოა თუ არა, რომ ტრამპი 15 აგვისტოს ალასკაზე რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ რუსეთში ჩავიდეს.

„შესაძლოა, მომავალში რუსეთში ჩასვლის გეგმები არსებობდეს“, - აღნიშნა ლევიტმა კითხვის საპასუხოდ.