თენგიზ შარმანაშვილი ზურა გირჩი ჯაფარიძეზე: უარს რომ ამბობს საპატიმროს დატოვებაზე, ეს არ არის სწორი ინფორმაცია. გათვლილია იმაზე, რომ ამათგან შექმნან რევოლუციის წამებული რაინდები

თენგიზ შარმანაშვილი

უარს რომ ამბობს საპატიმროს დატოვებაზე, ეს არ არის სწორი ინფორმაცია. გათვლილია იმაზე, რომ ამათგან [დაპატიმრებული ოპოზიციონერებისგან] შექმნან რევოლუციის წამებული რაინდები, - განაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.

დეპუტატი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, თითქოს ზურა გირჩი ჯაფარიძეს საპატიმროს ვადაზე ადრე დატოვება შესთავაზეს, რაზეც მან უარი თქვა.

„[ზურა ჯაფარიძემ] განცხადება რომ არ დაწერა, ეს მისი არჩევანია. უარს რომ ამბობს საპატიმროს დატოვებაზე, ეს არ არის სწორი ინფორმაცია. გათვლილია იმაზე, რომ ამათგან [დაპატიმრებული ოპოზიციონერებისგან] შექმნან რევოლუციის წამებული რაინდები, რასაც მოსახლეობა არ დაიჯერებს. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვეუბნებოდით ჩვენ, რომ არ გადადგათ ეს ნაბიჯი, მოდით კომისიის სხდომაზე, ეს გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. მაინც გააკეთეს [დაარღვიეს კანონი]“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.