1765024482
თენგიზ შარმანაშვილი სუს-ის გამოძიებაზე: სამარცხვინოდ დამთავრდა სპეცსამსახურის ცნობილი ოპერაცია ,,მელოტი თუთიყუში"
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამართულ ბრიფინგს ეხმიანება. შარმანაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მორიგი ოპერაცია „ მელოტი თუთიყუში“ სამარცხვინოდ დასრულდა.
„სამარცხვინოდ დამთავრდა ცნობილი სპეცსამსახურის ოპერაცია ,,მელოტი თუთიყუში". რომანის წერას ვიწყებ-ჯეიმს ბონდიდან ინგა გრიგოლიამდე.“- წერს თენგიზ შარმანაშვილი. ცნობისთვის, სუს-ის გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, გამხსნელად კი გამოიყენეს „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი, რომელთაგან არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას.










