შემოსავლების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1761662711
სარჩელი დღესვე გადაიგზავნება საკონსტიტუციო სასამართლოში. საპარლამენტო არჩევნების წინ ჩვენ ვთქვით და ხალხსაც ვუთხარით, რომ ამის გაკეთებას ვაპირებდით, ირაკლი კობახიძემ მაშინ განაცხადა, რომ თუ ჩვენი პარტია უმრავლესობას მოიპოვებდა, პირველი, რასაც გააკეთებდა, დაიწყებდა ჯერ საგამოძიებო კომისიის ფორმირებას, შემდეგ კი მასალები როდესაც იქნებოდა, აუცილებლად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული განცხადების შემდეგ მმართველმა გუნდმა მილიონ 200 ათასზე მეტი ხმა მიიღო.
„ამომრჩეველმა იცოდა, რის გაკეთებას ვაპირებდით და მხარი დაგვიჭირა. რა თქმა უნდა, ამის რეალიზაცია უნდა მოგვეხდინა. ჯერ საგამოძიებო კომისიამ იმუშავა თითქმის ნახევარი წელი, 450-გვერდიანი დასკვნა დაიდო და ამის საფუძველზე მომზადდა სარჩელი. ახლა ვისაც ვაი-ვიში აქვთ გამართული, მათ წელიწადზე მეტია, იცოდნენ, რომ ამის გაკეთებას ვაპირებდით. ამ განცხადების შემდეგ ორი არჩევნები ჩატარდა და ბოლო, თვითმმართველობის არჩევნებზე, მილიონ 100 ათასზე მეტი ხმა მივიღეთ. რაც შეეხება გახარიას გუნდს, საქართველოს პროკურატურაში ჩორჩანის ეპიზოდზე მიმდინარეობს გამოძიება და ეს საგამოძიებო მოქმედებები ბოლომდე მიყვანილი არ არის. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, გიორგი გახარია გერმანიაში წავიდა, იქიდან ახდენს რევოლუციას და ეს საგამოძიებო მოქმედებები როდის დასრულდება, ვერ გეტყვით. ასე რომ, ამ ნაწილში გამოძიება სისხლისსამართლებრივი წესით მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, ამას პროკურატურა ბოლომდე მიიყვანს. რაც შეეხება ომის დაწყებას, შალვა პაპუაშვილმაც თქვა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც იყო მითითებული, რომ ჩვენმა სამხედროების აქტიურობამ გამოიწვია ომის ცხელი ფაზის წამოწყება და თავისი ბრალეულობა თავადვე დაადასტურეს. ამიტომ მათ ამაში ბრალს დავდებთ და თუ მოვლენ საკონსტიტუციო სასამართლოში, მოუწევთ ამ კითხვებს პასუხი გასცენ. საქართველომ მათ მიერ მიმოფანტული მტკიცებულებები ძლივს მოიძია, რათა ჩავსულიყავით ჰააგაში და გვემტკიცებინა, რომ საქართველოს „ისკანდერის“ ტიპის რაკეტებს ესროდნენ. ამ მოგებულ საქმეებს ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში წინ დავუდებთ. რაც შეეხება „ლელო – ძლიერი საქართველოს“ სარჩელს, რამდენჯერ წავიდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში, შედეგები გახსოვთ? იმავე შედეგით დაამთავრებენ ახლაც. წავიდნენ ასეთი ნარატივებით, იქ დახვდებათ იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი საფუძვლები და კიდევ ერთხელ წააგებენ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.