თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთის ელჩისა და სერგი კაპანაძის ფარულ შეხვედრაზე: როდესაც არც ერთი მხარე ამის შესახებ ინფორმაციის გაცემას არ აპირებს, ეს არ არის სწორი ურთიერთობები. ასეთი ტიპის შეხვედრები საჯარო უნდა იყოს

 თენგიზ შარმანაშვილი

 არავითარი ფარული ურთიერთობა არ შეიძლება არსებობდეს არასამთავრობო ორგანიზაციას და ელჩს შორის, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილმა.

დეპუტატმა კომენტარი გააკეთა „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძისა და საქართველოში საფრანგეთის ელჩის, ოლივიე კურტოს ფარულ შეხვედრასთან დაკავშირებით.

„როდესაც არც ერთი მხარე ამის შესახებ ინფორმაციის გაცემას არ აპირებს, რა თქმა უნდა ეს არ არის სწორი ურთიერთობები. გაასაჯაროვა მარტა კოსმა, - ვეძებთ გზებს როგორ ავუაროთ ქართულ კანონმდებლობას გვერდი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები დავაფინანსოთო. ასეთ ფონზე, ასეთი ტიპის შეხვედრები საჯარო და გაცხადებული უნდა იყოს“, - აცხადებს შარმანაშვილი.

ცნობისთვის, საკუთარ სახლში ოპოზიციის მასპინძლობის შემდეგ, საფრანგეთის ელჩმა ოლივიე კურტომ ამჯერად საელჩოში სერგი კაპანაძე მიიღო.