ვნების შვიდეული დაიწყო - რა უნდა იცოდეს მორწმუნე ადამიანმა ამ დღეების შესახებ
1775413908
ოპოზიციას საქართველოს მოსახლეობის ნულოვანი მხარდაჭერა აქვს. მორიგ პერფორმანსს ვხედავთ, რაც კრახით დასრულდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ოპოზიციამ როგორი დავალებაც არ უნდა მიიღოს, მათი შეცდომებიდან გამომდინარე, ნულოვანი რესურსი აქვთ“.
„თქვენთან შეხვედრას 27 მაისს დავგეგმავ და ჩემ მიერ დღეს ნათქვამ სიტყვებს შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია ვერაფერს გააკეთებს, რადგან არანაირი რესურსი არ აქვს. მათ საქართველოს მოსახლეობის ნულოვანი მხარდაჭერა აქვს. მათი მხრიდან მორიგ პერფორმანსს ვხედავთ, რაც იმავე კრახით დასრულდება, როგორც აქამდე წარმოებული პერფორმანსები. ოპოზიციას გაერთიანების თაობაზე რომ უთხრეს, ფაქტია, მაგრამ ვერ გაითვალისწინეს, რომ ამის გაკეთებისკენ ნულოვანი რესურსის მქონე ადამიანებს მოუწოდებდნენ. ამ ხალხმა რა გააკეთა? – როგორც კი ნახეს, რომ უმრავლესობაში ვერ მოდიოდნენ, დაახლოებით 700 ათასი ხმა წყალში მოუსროლეს. ამ ადამიანებს უთხრეს, მერე რა, ხმა რომ მომეცით, პოლიტიკური ამოცანები მაქვს, პატრონებმა სხვა დავალება მომცეს და პარლამენტში არ შევალთო. ასეთი პოლიტიკოსები ამომრჩეველთან რა პირით უნდა მივიდნენ და უთხრან, რომ ენდონ. როგორი დავალებაც არ უნდა მიიღონ, მათი შეცდომებიდან გამომდინარე, ნულოვანი რესურსი აქვთ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.