თენგიზ შარმანაშვილი მეუფე ზენონზე: არ მინდა, ღრმად შევიდე შეფასებებში, მღვდელმთავარია და თვითონ მღვდელმთავრები მიუჩენენ მას თავის ადგილს

თენგიზ შარმანაშვილი

შეტევის მეორე ტალღა ეკლესიაზე - ამჯერად მეუფე შიოსა და პატრიარქის არჩევნების პროცესზე დისკრიმინაციული განცხადებები "TV პირველის" ეთერში მეუფე ზენონმა გააკეთა და თქვა, რომ პატრიარქის ტახტის მოსაყდრე საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის.

მეუფე ზენონის მოსაზრებები იგივე პათოსით მალევე სხვადასხვა მედია-პლატფორმამ გაავრცელა, რამდენიმე მათგანმა კი დაასპონსორა კიდეც. ეკლესიის წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილიც.

მმართველ გუნდში კი, ანტიეკლესიური ძალების გააქტიურებაზე და საპატრიარქოს წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაზე საუბრობენ.

"არ მინდა, ღრმად შევიდე შეფასებებში, იმიტომ, რომ მღვდელმთავარია და თვითონ მღვდელმთავრები მიუჩენენ მას თავის ადგილს, თუმცა მისი დამოკიდებულება სინოდის დანარჩენი წევრებისადმი, რომელსაც ჩირქსა სცხებს, ეს როგორ შეგიძლია შევაფასოთ - ზეგავლენას დანარჩენი სინოდის წევრები კი არ განიცდიან, ის განიცდის," - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.