რომელ ასაკშია ადამიანი მოხუცი? - მათემატიკური მოდელის პასუხი
1761326600
ადამიანთა ჯგუფი ღალატის გზას რომ დაადგება, მერე როგორც ჩანს, გაჩერება აღარ შეუძლია. ისევ მიუბრუნდნენ იმ საკითხს, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმება მოხდეს და საქართველოს მოქალაქეების ინტერესები სერიოზულად დააზიანონ, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა.
მან კომენტარი გააკეთა ოპოზიციის მხრიდან უცხოეთში გახშირებულ ვიზიტებზე.
„ეს საშიშროება რომ არსებობდა ქართველმა ხალხმა იცოდა; ჩათვალა, რომ სწორ პოლიტიკას ვაწარმოებთ და ქართულ ინტერესებს ვიცავთ მილიონ ასი ათასზე მეტმა ადამიანმა მოგვცა ხმა. ჩვენი სახელით კი აღარ ველაპარაკებით მსოფლიოს, ველაპარაკებით მილიონ ასი ათასზე მეტი ამომრჩევლის სახელით“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.