სიახლე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება
1757965444
გადაჭრით უნდა ითქვას, რომ ბაჩიაშვილი არის კრიმინალი და ეს ვინმეს კერძო მოსაზრება კი არ არის, ეს არის ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით დადასტურებული, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.
„ამიტომ ახლა ამ კრიმინალმა და მისმა მფარველებმა წამოიწყეს ახალი კამპანია, რომ გააშავონ ის ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი, ვინც ყველაზე ძალიან დაზარალდა მისი ამ თაღლითობით. ხდება დაფინანსება ათასნაირი საერთაშორისო პრესისა, რათა ეს გამაშავებელი სტატიები გამოაქვეყნონ. ეს კამპანიაც ისეთივე კრახით დამთავრდება, როგორც ყველა სხვა კამპანია“, - აღნიშნავს შარმანაშვილი.
შეკვეთილი სტატია და დეზინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ - ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის თემო წიქვაძის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისებისთვისაა გასამართლებული, მართული მედიის დახმარებით ცდილობს ობიექტური სურათის დამახინჯებას.