რა შემთხვევაში არ გასცემს ვიზას აშშ-ის საელჩო - ნახეთ განცხადება
1754419455
ძალიან გულუბრყვილო უნდა იყო, რომ ხაზარაძის განცხადება დაიჯერო, კეთილგანწყობის მოსაპოვებლად გერმანიის ელჩთან გარიგება ჰქონდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
შარმანაშვილის თქმით, „ამიტომ იყო, რომ გერმანიის ელჩი ხაზარაძეს ხან საარჩევნო კამპანიაში დაჰყვებოდა, ხან ხელისუფლების წინააღმდეგ აკეთებდა განცხადებებს“.
„მთელი მისი მოღვაწეობა დიდ გაუგებრობად მიმაჩნია. მამუკა ხაზარაძემ მილიარდ-ნახევარი დოლარი ქართველი ხალხისა და საქართველოს ბიუჯეტის დასაზიანებლად მოითხოვა და მისი მოთხოვნა რომ გაუგებრობა იყო, ამაზე პარიზის არბიტრაჟმა მიუთითა. შემდეგ ვაშინგტონში, შესაბამისმა არბიტრაჟმაც მიუთითა, რომ ტყუილი ნარატივი იყო, რომ სახელმწიფო ანაკლიის პორტის მშენებლობას ხელს უშლიდა. ხელის გაშვერა მისი სტილია. ახლა გერმანიის ელჩის მიმართაც ამბობს, გაუგებრობა იყო, გადასახადი ვის უნდა გადაეხადაო. ეს ყველაფერი მიზანმიმართულია. როგორც ჩანს, მისი პიროვნული თვისებაა მუდმივად სკანდალებში გახვევა, რაც თაღლითობასთან კავშირშია. ძალიან გულიბრყვილო უნდა იყო, რომ მისი განცხადება დაიჯერო. იმაზე კი არ არის საუბარი, რომ ისეთ თანხას წარმოადგენდა, რაც დიდ ბენეფიტს მოუტანდა, მაგრამ გერმანიის ელჩთან გარიგება იყო, რომ მისი კეთილგანწყობა მოეპოვებინა. ამიტომ იყო, რომ გერმანიის ელჩი ხან საარჩევნო კამპანიაში დაჰყვებოდა, ხან ხელისუფლების წინააღმდეგ ისეთ განცხადებებს აკეთებდა, რომელიც მის პოლიტიკურ ორგანიზაციას ვითომდა სარგებელს მოუტანდა“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
შემოსავლების სამსახურმა მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გერმანიის ელჩისთვის იჯარით გაცემის საკითხთან დაკავშირებით 4 აგვისტოს განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საკითხის ანალიზისას გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა ფაქტების მოკვლევა დაიწყო.
მოგვიანებით, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ „პიტერ ფიშერთან გაფორმებულ ქირავნობის ხელშეკრულებაზე აღმოჩენილ იქნა ბიუჯეტში გადასახადის საკითხი“ და ამ დროისთვის თანხა სრულად გასტუმრებულია.