1775072520
თეა წულუკიანი: ქვეყნის წინააღმდეგ რაიმე ტიპის სანქციების მოლოდინი არ მაქვს, ინდივიდუალური თუ იქნება ჩვენ მიჩვეული ვართ
ქვეყნის წინააღმდეგ რაიმე ტიპის სანქციების მოლოდინი არ მაქვს, ინდივიდუალური თუ იქნება ჩვენ მიჩვეული ვართ და მივიღებთ ახალ სანქციებსაც, არც ეს არის პრობლემა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, სანქციები აღარ არის მჭრელი იარაღი.
„ეს არხიც დასანქცირებულია, მაგრამ არაფერი გეტყობათ, მე თქვენზე უფრო სტაჟიანი დასანქცირებული ვარ, მაგრამ მშვიდად მძინავს ღამით. არ ვაპირებდი არც მანამდე იმ ქვეყნებში მოგზაურობას, რომლებმაც თითი დამიქნიეს და მითხრეს ტალინში ჩამოსული არ დაგინახოთო. სანქციები ორგანიზაციებზე ან ინდივიდებზე შესაძლოა კიდევ იყოს, მაგრამ ეს უკვე აღარ არის მჭრელი იაღი, ყველამ გამოვცადეთ - ვაგრძელებთ ცხოვრებას, მუშაობას და ქვეყანა აგრძელებს არსებობას არც თუ ისე ურიგოდ. ამიტომ ქვეყნის წინააღმდეგ არ მგონია და ინდივიდუალური თუ იქნება ჩვენ მიჩვეული ვართ და მივიღებთ ახალ სანქციებსაც, არც ეს არის პრობლემა“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.












