თბილისში მყოფი სომხეთის პრემიერ-მინისტრი ოფიციალურ შეხვედრებს დღეიდან იწყებს

ნიკოლ ფაშინიანი

 ოფიციალურ შეხვედრებს დღეიდან იწყებს თბილისში მყოფი სომხეთის პრემიერ-მინისტრი. დაგეგმილია ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ შეხვედრა მის ქართველ კოლეგასთან.

ასევე, გაიმართება საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-15 სხდომა, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერება ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ოქმს.

სომხეთის პრემიერი, სამუშაო ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად, თბილისს გუშინ ეწვია. აეროპორტში სტუმრებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდათ.

დღის ბოლოს კი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნიკოლ ფაშინიანს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.