მნიშვნელოვანი ინფორმაცია - 15 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის რეჟიმი იცვლება
1757916008
გვატემალის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის ანძა გვატემალის დროშის ფერებში განათდა.
გვატემალამ ესპანეთისგან დამოუკიდებლობა 1821 წელს მოიპოვა და ეროვნულ დღესასწაულს 15 სექტემბერს ზეიმობს.
15 სექტემბერი ქვეყნის მასშტაბით უქმე დღედ არის გამოცხადებული და სხვადასხვა სახის საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება.
2023 წელს გაიხსნა გვატემალის რესპუბლიკის საპატიო საკონსულო თბილისში, ხოლო საპატიო კონსულად დაინიშნა გიორგი ჭოლაძე.