დარდობენ თუ არა გარდაცვლილი ადამიანები ოჯახის წევრებზე - რას ამბობს მოძღვარი
1788810789
თამარ ტალიაშვილმა შეხვედრა გამართა აშშ-ის კონგრესმენ აბრაჰამ ჰამადესთან (R), რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალებისა და ვეტერანთა საქმეთა კომიტეტების წევრია.
მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე პოზიტიური დინამიკა განიხილეს. ყურადღება გამახვილდა გლობალურ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე, სუვერენიტეტის დაცვისა და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე.
თამარ ტალიაშვილმა ხაზი გაუსვა რეგიონში საქართველოს სტრატეგიულ როლს, ქვეყნის ეკონომიკურ მიღწევებსა და პერსპექტივებს, განსაკუთრებით „შუა დერეფნის“ განვითარების კონტექსტში.
შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს „პრეზიდენტ ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) ინიციატივაზე. ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელობას და მზაობას, მხარში დაუდგეს პარტნიორებს აღნიშნული ინიციატივის წარმატებით განხორციელებაში.
გამართული შეხვედრის დასასრულს, ელჩმა კონგრესმენი საქართველოში ვიზიტით მოიწვია.