სულხან თამაზაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სამხედრო ნაწილს ეწვია

სულხან თამაზაშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, დელეგაციასთან 
ერთად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი 
ჯარების სამხედრო ნაწილს ეწვია.

საქართველოს დელეგაციას ადგილზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა 
მინისტრმა ვილაიათ ეივაზოვმა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი 
ჯარების მეთაურმა შაჰინ მამადოვმა უმასპინძლეს.

საქართველოს დელეგაციის წევრებმა სამხედრო ტექნიკა და ინფრასტრუქტურა 
დაათვალიერეს, ასევე დანაყოფის შესაძლებლობებსა და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს გაეცნენ.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და აზერბაიჯანელ  კოლეგას შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობა და სამომავლო პარტნიორობის  პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ უწყებას შორის წარმატებულ თანამშრომლობას და კიდევ უფრო გაფართოების მნიშვნელობას.