1757078469
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფება

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფება. თამთა მიქელაძის გამოკითხვა გუშინ უნდა შემდგარიყო, თუმცა მისივე ადვოკატის მოთხოვნით გადაიდო.
საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისა და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებას. ამ საქმეზე საგამოძიებო უწყებამ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარა.