სოლიდარობა მზია ამაღლობელს და „ბათუმელებს“, მტკიცედ ვდგავართ დამოუკიდებელი მედიის გვერდით

პაველ ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელსა და „ბათუმელებს“.

„სოლიდარობა მზია ამაღლობელს და „ბათუმელებს“. მტკიცედ ვდგავართ დამოუკიდებელი მედიის გვერდით და მოვუწოდებთ, შეწყდეს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ფუნდამენტურ უფლებებზე სისტემატური თავდასხმა“, – წერს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა.