„სანამ მკითხავთ, კარგ რამეს თუ ვხედავ… გეტყვით!“ - გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1759838397
პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტმა მხარი დაუჭირა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლის ან პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესს ადგენს, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
„მომხსენებლის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ნინო ენუქიძის თქმით, კანონში ცვლილების შედეგად, გაჩნდება სამართლებრივი საფუძველი, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლის ან პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წინაპირობები.
სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის გელა სამხარაულის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა დროული და სწორი გადაწყვეტილებაა. მისივე თქმით, ქონების განკარგვის პროცესის ოპტიმიზაციის შედეგად გაიზრდება სახელმწიფოს ეფექტიანობა, რაც დადებით გავლენას მოახდენს კერძო სექტორის საქმიანობაზეც.
„რაც უფრო გამჭვირვალე იქნება ურთიერთობები სახელმწიფოსა და კერძო სტრუქტურებს შორის, მით უფრო ეფექტიანად გახდება შესაძლებელი სახელმწიფო ქონების გამოყენება“, - განაცხადა გელა სამხარაულმა.
სოფლის მეურნეობის კომიტეტმა კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.