„უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და „გამომშრალი მარიხუანა“ - პროკურატურამ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს დიდი ოდენობით, 0.098 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და 205.71 გრ. „გამომშრალი მარიხუანა“, რომელიც რეალიზაციის მიზნით ბათუმში, მათ საცხოვრებელ სახლში დააფასოეს.

სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერებები და მათი დაფასოებისთვის საჭირო სხვადასხვა ნივთები ბრალდებულების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა), 260 კვარტა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) და 260 კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.