სლოვაკეთის პრეზიდენტი: ირანის ომი რამდენიმე კვირაში თუ არ დასრულდება, უზარმაზარი გავლენა ექნება არა მხოლოდ მსოფლიო ეკონომიკაზე, სლოვაკეთში შეიძლება, 6-პროცენტიანი ვარდნა მოხდეს

სლოვაკეთის პრეზიდენტი

სურვილი გვაქვს, მოვაგვაროთ მეტი კონფლიქტი. ჩვენ შევთანხმდით, რომ უნდა იყოს მიღებული დიპლომატიური გადაწყვეტა. უკრაინაში კონფლიქტი სამხედრო გზით, დიპლომატიის გარეშე ვერ დასრულდება, ეს გაანადგურებს უკრაინას. იღუპება სამოქალაქო პირები, კლავენ დიდი რაოდენობით ჯარისკაცებს. ამ პროცესის გაგრძელება არავის ინტერესში არ შედის, – ამის შესახებ სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, პეტერ პელეგრინმა ქართველ კოლეგასთან, მიხეილ ყაველაშვილთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე შეფასდა ასევე ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი.

„ირანში მიმდინარეობს სამხედრო კონფლიქტი, რომელსაც გლობალურ ეკონომიკაზე უდიდესი ზეგავლენა აქვს. ირანის ომი რამდენიმე კვირაში თუ არ დასრულდება, მას ექნება უზარმაზარი გავლენა არა მხოლოდ მსოფლიო ეკონომიკაზე, არამედ, როგორც სლოვაკეთის ეროვნული ბანკიდან მოვისმინეთ, შეიძლება, ზეგავლენა მოახდინოს სლოვაკეთის ეკონომიკაზე. კონფლიქტის გახანგრძლივების შემთხვევაში, სლოვაკეთში შეიძლება, 6-პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა მოხდეს, რაც კარგი არ არის.

დიპლომატიით როგორც ვცდილობდით უკრაინაში კონფლიქტის, საომარი მოქმედებების მოგვარებას, იმავეს ვაკეთებთ ირანის მიმართებით. გვინდა, დიპლომატია იყოს ჩართული, მოხდეს ესკალაციის თავიდან აცილება, სხვა შემთხვევაში ვიხილავთ კონფლიქტებს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში, რაც შეიძლება, იყოს საფრთხე მთელი მსოფლიოსთვის.

კიდევ ერთხელ, ბატონო პრეზიდენტო, ძალიან დიდი მადლობა ღია და კონსტრუქციული დისკუსიისთვის, რომელიც გავმართეთ. ერთმანეთს ხედვები გავუზიარეთ მიმდინარე სიტუაციაზე სლოვაკეთში, საქართველოში და ევროკავშირში. მოხარული ვიქნები, როდესაც თქვენი ვიზიტი იქნება კიდევ ერთი სტიმული შემდგომი ჩვენი ურთიერთობის განვითარებისთვის. ბრატისლავა ის ადგილი და სივრცეა, სადაც მყარდება უკეთესი ურთიერთობები, მიმდინარეობს მოლაპარაკებები მშვიდობის საკითხებზე“, – განაცხადა სლოვაკეთის პრეზიდენტმა.

მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.