ნანუკა ჟორჟოლიანი 3 დღით დააკავეს
1779185035
შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სპეციალური სამმართველო უახლოეს კვირებში შეიქმნება. საუბარია საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემურ მონიტორინგსა და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებაზე.
"ქართული ოცნება" ინიციატივის მიზნად სოციალურ გარემოში ზიზღისა და სიძულვილის გაღვივების პრევენციას ასახელებს.
ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ გააჟღერა, დღეს შეკითხვა ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრს დაუსვეს.
პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა სისუსტის ნიშანია.
"სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ამ მიმართულებით არის სისუსტის ნიშანი და, მათ შორის, დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს არ არის ნორმალური,"- აცხადებს ფარულავა.