თამუნა მუსერიძე იმ ქალს, მიმართავს, რომელიც ამჟამად მისი ყოფილი მეუღლის გვერდითაა
1778442755
სირცხვილია, როდესაც მეგობარსა და პარტნიორს უწოდებ ქვეყანას და იქ აწარმოებ დაზვერვას. ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო გუშინ მამუკა მდინარაძის განცხადება და მოწოდება ამ ევროპული ქვეყნების მიმართ, რომ შეწყვიტონ ასეთი საქმიანობა, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურის საქმეზე საუბრისა.
მისივე თქმით, თავად საქმის დეტალებზე ინფორმაცია არ აქვს.
„რაც შეეხება კადრებს, საჭირო გახდა მისი ნაწილის გასაჯაროება, რადგან კიდევ ერთხელ ვნახეთ, რაღაც ყალბი ისტორიის მოყოლის თუ ნარატივის დალაგების მცდელობა. ასე, რომ ესეც საჭირო გახდა, სახელმწიფოს შესაბამისად ეჩვენებინა.
საერთო ჯამში, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ამ შემთხვევაში მისი კონტრდაზვერვითი მიმართულება არის მოწოდების სიმაღლეზე. ჩვენ მოვისმინეთ გუშინ სამართალდამცველი ორგანოების კოორდინირების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის განცხადება, რომ საქმე ეხება რამდენიმე ევროპულ ქვეყანას, რომელიც პარტნიორ, მეგობარ ქვეყანაში დაზვერვით სამუშაოებს აწარმოებს, რაც გახლავთ სირცხვილი.
სირცხვილია, როდესაც მეგობარსა და პარტნიორს უწოდებ ქვეყანას და იქ აწარმოებ დაზვერვას. ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო გუშინ მამუკა მდინარაძის განცხადება და მოწოდება ამ ევროპული ქვეყნების მიმართ, რომ შეწყვიტონ ასეთი საქმიანობა, ვინაიდან შესაბამისი, ყველანაირი, როგორც ტექნიკური, ისევე ადამიანური რესურსი აქვს დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომ სათანადო რეაგირება ჰქონდეს და გამოავლინოს ყველა ასეთი ფაქტი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურის საქმესთან დაკავშირებით ფარული ვიდეოჩანაწერის ნაწილი გაასაჯაროვა.
სუს-ის ინფორმაციით, ფარულ ვიდეოჩანაწერში ჩანს უძილაურის მიერ ინსტრუქტაჟის მიღების, თანხის გადაცემისა და შესაბამისი ხელმოწერის გაკეთების ფაქტი.