ამ 5 თარიღში დაბადებულ ადამიანებს ფულის მოზიდვა შეუძლიათ
1757364656
კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ვითარება კვლავ დაძაბულია. აქციის მონაწილეები ცდილობენ ოფისის დაზიანებას, რამდენჯერმე ისროლეს შენობას კვერცხები, ასევე შეასხეს სითხე ბანერს, რომელზედაც თბილისის მერობის კანდიდატი და მოქმედი მერი კახა კალაძეა გამოსახული.
კვლავ ისმის შეურაცხმყოფელი განცხადებები და გინება. შეკრებილები ცდილობენ მწყობრიდან გამოიყვანონ შტაბში მომუშავეები, თუმცა ამ დრომდე მათთან არავინ გამოსულა.
შს სამინისტრომ "ქართული ოცნების" საარჩევნო ბანერების განადგურების ფაქტზე გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო. დანაშაული 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს