VIDEO: „ეს სიმღერა და ტექსტი მე დავუწერე სალოს, რომელიც ლაშას მიუძღვნა...“ - მაიკო კაჭკაჭიშვილი
1761635312
დღეიდან პარლამენტში მუშაობას იწყებს გახარიას პარტია. უკვე მეორე დღეა, შეწყვეტილი ბოიკოტი შეფასებების საგანია პოლიტიკურ სპექტრში.
თავად პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ პარტია პარლამენტში ყველა იმ ინსტრუმენტის გამოსაყენებლად შედის, რომელიც საპარლამენტო მანდატს აქვს.
"რომ არა 4 ოქტომბერი, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ მივიღებდით ამ გადაწყვეტილებას. 4 ოქტომბრის შემდგომ პარლამენტში არშესვლა და არსებული ინსტრუმენტების არგამოყენება, აბსოლუტურად უაზრო იქნებოდა. პარტიამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, შევდივართ პარლამენტში იმისთვის, რომ გამოვიყენოთ ყველა ის პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც აქვს საპარლამენტო მანდატს", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.