თამუნა მუსერიძე იმ ქალს, მიმართავს, რომელიც ამჟამად მისი ყოფილი მეუღლის გვერდითაა
1778442755
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ლაშხის განცხადებით, გეოპოლიტიკური მოქმედებებიდან გამომდინარე, ფასების ზრდასთან დაკავშირებით გამოწვევები მთელ მსოფლიოში არსებობს.
ლაშხის თქმით, სახელმწიფოს და კომისიის მუშაობით, შექმნილია, როგორც მოკლევადიანი, სწრაფი გეგმა, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ.
"ფასების ზრდასთან დაკავშირებით, გამოწვევები არსებობს მთელ მსოფლიოში, გეოპოლიტიკური მოქმედებებიდან გამომდინარე. სახელმწიფოს, ამ რეკომენდაციების და კომისიის მუშაობით, შემუშავებულია, როგორც მოკლევადიანი, სწრაფი გეგმა, ასევე, გრძელვადიან პერსპექტივაში რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შემცირდეს ეს ჯაჭვი და მაქსიმალურად მოხდეს ოპტიმიზაცია ფასის წარმოქმნის. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს გამოწვევა არსებობს, მე იმედი მაქვს, რომ პასუხისმგებლობიანად მოეკიდებიან დისტრიბუტორები და პროდუქტის მწარმოებლები, ასევე მაქსიმალურად იქნება დაცული ჩვენი მოსახლეობის ინტერესი", - განაცხადა მარიამ ლაშხმა.