შეკრიბეთ თქვენი ტელეფონის ნომრის ციფრები და გაიგეთ, რა გავლენას ახდენს ის თქვენს ბედზე
1751718062
თუკი მანამდე ყველა გვირჩევდა, რომ უნდა გვქონოდა სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, თურმე დადგა მომენტი, როდესაც ერთადერთი მოლოდინი, რაც ჩვენგან ჰქონდათ, ეს იყო ესკალაცია რუსეთთან იმ პირობებში, როდესაც არავინ არ გვთავაზობდა არც სამხედრო და არც ეკონომიკურ დაცვას, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მიმართ ევრობიუროკრატიის მხრიდან დაწყებულ ზეწოლაზე საუბრისას.
„ჩვენ ბევრჯერ გვიკითხავს ევროკავშირის და ნატოს წევრებისთვის, რომ მათი მოწოდებების უკან თუ იდგა მათი გვერდში დგომის მზაობა, ამაზე ვიღებდით პასუხს, რომ - არა. ჩვენ მარტო ვიქნებოდით იმ რისკების წინაშე, რაც მოჰყვებოდა მათი ყიჟინის და მოწოდებების შედეგად ესკალაციას რუსეთთან", - განაცხადა შალვა პაპუასვილმა.
მან უცხოელი დიპლომატების მხრიდან ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის შემთხვევებიც გაიხსენა.
„საპარლამენტო არჩევნების წინ ჩვენ ვნახეთ ევროპელი პოლიტიკოსები და დიპლომატები, რომლებიც ჩართულები იყვნენ წინასაარჩევნო კამპანიაში, ეს იყო ანომალია. თუკი რამე არის ანტიევროპული, ეს იყო ბალტიის სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები რადიკალური ოპოზიციის მიტინგზე, ამას ხომ არანაირი კავშირი არ აქვს ევროკავშირთან. თუ რამესთან შეიძლება კავშირი ჰქონდეს, ეს არის საბჭოთა კავშირთან. ჩვენ ვიხილეთ ელჩები, რომლებიც ღიად იყვნენ ჩართული საარჩევნო კამპანიაში. ევროკავშირის ელჩი ვნახეთ, რომელიც აწარმოებდა „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო წინასაარჩევნო კამპანიას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.