„ეს დღეები კარგია ფსიქოლოგიური სეანსებისა და ემოციური რელაქსისთვის...“ - რას ამბობს ასტროლოგი „სირიუსის“ ვარსკვლავზე

სირიუსის ვარსკვლავი

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს. ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც „სირიუსის“ ვარსკვლავზე საუბრობს:

„რაც შეეხება ყველასათვის საყვარელ და ნაცნობ „სირიუსის“ ვარსკვლავს: რამდენს მოგწონთ ცაზე მუდამ მანათობელი ლამაზი ნატურა? ამ ვარსკვლავის დანახვა დედამიწის ყველა რეგიონიდან შეიძლება, ესაა ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი, რომელსაც აქვს ძლიერი ენერგია და ეწოდება „მცხუნვარე“. სირიუსი აღნიშნავს უზარმაზარ შემოქმედებით ნიჭს და უნარებს. იძლევა პატივს, პოპულარობას, ენთუზიაზმს, ერთგულებას, ვნებას, შეუძლია რომ ადგლობრივები მისი მფარველები და კურატორებიც კი გახდნენ.

უარყოფითად განვითარებისას ეს ადამიანში ან ადამიანებში იძლევა ფსიქოზურ, ჭირვეულ პიროვნებას, რომელიც საშიშია საკუთარი თავისთვისაც კი. სირიუსის ვარსკვლავი, სხვათა შორის, ბრაზილიის დროშაზეც გამოსახულია. ძველი ეგვიპტელების ცნობით კი, ყოველი წლის 5 ივლისს, როდესაც მზე და სირიუსი ერთმანეთს შეუერთდებოდნენ ეს ნილოსის ადიდებას მოასწავებდა. ძველი ბერძნებისთვის კი მისი გამოჩენა ცხელი დღეების მოახლოების ნიშანი იყო. ძველი სპარსული წყაროების თანახმად კი სირიუსი აღმოსავლეთის მეთაურადაა ცნობილი.

სირიუსი (ინგლისური „სერ“ მომდინარეობს ამ სიტყვიდან) „ვერგილიუსი“ კი ამბობს, რომ სირიუსი „მავნე სიცხეებით აზიანებს ცას“. ასე და ამგვარად, სირიუსი კირჩხიბის ნიშნის ყველაზე საინტერესო და გამორჩეული ვარსკვლავია, მზისა და სირიუსის დაახლოება 5-7 ივლისს ხდება ხოლმე.ეს დღეები ძალიან კარგია ფსიქოლოგიური სეანსებისა და ემოციური რელაქსისთვის, ლოცვისთვის, საკუთარ თავში ჩაღრმავებისა და იდეების ჩასახვისთვისაც! გისურვებთ წინსვლებს!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.