შალვა პაპუაშვილი: თარიღების ცვლილებას აქვს ორი დატვირთვა - ერთი, ესაა საზოგადოების გახლეჩის მცდელობა და მეორე, მათ სურთ ყურადღება გადაიტანონ მთავარი კითხვიდან - რატომ დაიწყო ომი 2008 წელს

შალვა პაპუაშვილი

თარიღების ცვლილებას აქვს ორი დატვირთვა - ერთი, ესაა საზოგადოების გახლეჩის მცდელობა და მეორე, მათ სურთ ყურადღება გადაიტანონ მთავარი კითხვიდან - რატომ დაიწყო ომი 2008 წელს,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აგვისტოს ომის 17 წლისთავთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, 2014-15 წლამდე „ნაციონალური მოძრაობას" თავად 8 აგვისტო ჰქონდა მონიშნული ომთან დაკავშირებული ღონისძიებებისთვის.

„ნაციონალურ მოძრაობა" და მათ შორის უცხოურ მისიებსაც, გარკვეულ პერიოდამდე 8 აგვისტო ჰქონდათ მონიშნული, როგორც დღე აგვისტოს ომთან დაკავშირებული ღონისძიებისა და გახსოვთ, რომ 2014 თუ 2015 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ" შეცვალა კალენდარი, შემდეგ საელჩოებმა შეცვალეს თავიანთი კალენდარი და გადააკეთეს სხვანაირად. რატომ? იმიტომ, რომ სინამდვილეში, მთავარი კითხვა არ არის, თუ როდის დაიწყო ომი, მთავარი კითხვაა თუ რატომ დაიწყო ომი. სწორედ ამ კითხვიდან ყურადღების გადასატანად არის მცდელობები თარიღებით მანიპულირების.

ამ თარიღების ცვლილებას აქვს მეორე დატვირთვაც, ესაა საზოგადოების გახლეჩა. მათ უნდათ იგივე, როცა საუბრობენ, რომ შობა უნდა აღნიშნოს 25 დეკემბერს თუ 7 იანვარს. ზუსტად ესაა, როცა საუბრობენ იმაზე, როცა საუბრობენ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება ფაშიზმზე უნდა აღინიშნოს 8 მაისს თუ 9 მაისს. 9 მაისს ევროკავშირმა ჩაატარა ღონისძიება „ევროპის დღე" და ერთი სიტყვითაც არ ახსენეს ქართველების წვლილი ფაშიზმის დამარცხებაში. ზუსტად ესაა 7-8 აგვისტოსთან დაკავშირებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

2008 წლის აგვისტოს ომის მეჩვიდმეტე წლისთავთან დაკავშირებით აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა გარდაცვლილი გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. მუხათგვერდის სასაფლაოზე იმყოფებოდნენ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი.