ისრაელმა ირანის ბირთვულ და სამხედრო ობიექტებს დაარტყა
1750188124
სკანდალია მე მგონი, როდესაც ამერიკის კონგრესის წევრი ესარჩლება ფულის გამთეთრებელ მძიმე დანაშაულის ჩამდენ ადამიანს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებას გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ასეთ განცხადებებს ქართველი ხალხის მიმართ მავნე მიზნები აქვს.
„ეს ხომ აჩვენებს იმ კრიზისს, რომელიც კონგრესის ამ ჯგუფის პოლიტიკურ ელიტაში არსებობს. ასევე, სხვა განცხადებებიც გვსმენია, ფულის გამთეთრებელს კი არა, წამების სისტემის შემქმნელ სააკაშვილს ესარჩლებოდნენ. ვიცით, ასეთი განცხადებები სად იწერება, როგორ იგეგმება, რატომ ხორციელდება და მავნე მიზნები რომ აქვს ქართველი ხალხის მიმართ, ესეც დიდი ხანია უკვე ნახა ჩვენმა ხალხმა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
სენატორი ჯინ შაჰინი გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით სოციალურ პლატფორმაზე განცხადებას ავრცელებს. შაჰინი წერს, რომ ბაჩიაშვილის გატაცების შესახებ ცნობები დემოკრატიაზე დარტყმას წარმოადგენს.