წყალი 9 საათით შეწყდება - GWP აბონენტებს აფრთხილებს
1771959376
კარგი ცინიზმია საჭირო, დილით განაცხადო, რომ საქართველოსგან არავინ ითხოვდა მეორე ფრონტის გახსნას, ხოლო შუადღეს საჯაროდ გამოხატო იმედგაცრუება იმის გამო, რომ საქართველო რუსეთთან ესკალაციაზე არ წავიდა, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, კიდევ ერთხელ, მათთვის, ვინც რიყეზე ქვას ვერ ხედავს, ამ ყველაფრის შეზღუდვის ერთადერთი გზა საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესებაა.
„კარგი ცინიზმია საჭირო, დილით განაცხადო, რომ საქართველოსგან არავინ ითხოვდა მეორე ფრონტის გახსნას, ხოლო შუადღეს საჯაროდ გამოხატო იმედგაცრუება იმის გამო, რომ საქართველო რუსეთთან ესკალაციაზე არ წავიდა.
ევროკავშირის ელჩის განცხადებიდან:
„ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვეწყვიტა ყველა პირდაპირი ფრენა რუსეთთან, შევზღუდეთ რუსი მოქალაქეების ევროკავშირში შემოსვლა, საკუთარი ეკონომიკებისთვის მძიმე ფასის გადახდის სანაცვლოდ შევამცირეთ რუსეთთან ვაჭრობა. ამ ფონზე საქართველო ფართოდ უხსნის კარს რუს ტურისტებსა და ბიზნესს, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა იზრდება.“
კიდევ ერთხელ, მათთვის, ვინც რიყეზე ქვას ვერ ხედავს, ამ ყველაფრის შეზღუდვის ერთადერთი გზა საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესებაა.
დარჩა კიდევ კითხვები, ითხოვდნენ თუ არა ჩვენგან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და ესკალაციას? დარჩა კიდევ კითხვები, რომ ამას ჩვენი ეკონომიკისთვის და თითოეული მოქალაქისთვის მძიმე ფასი ექნებოდა? დარჩა ვინმეს ეჭვი, რომ ჩვენს ვითარებაში ნებისმიერი ესკალაცია პოტენციური ომია - ომი, რომელშიც მარტო მოგვიწევდა ბრძოლა?
დაბოლოს, დარჩა კიდევ კითხვები, რა არის ბრიუსელის მხრიდან საქართველოს მიმართ მუდმივი კრიტიკის რეალური საფუძველი?
ოთხი წლის წინ საქართველოს ხელისუფლება ამ მოთხოვნებს რომ დაჰყოლოდა, დღეს ვიქნებოდით ომის ნანგრევებში მყოფი, ეკონომიკურად განადგურებული, მგლოვიარე ერი - ქვეყანა, რომლის შესახებაც ახლა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ბევრი მაღალფარდოვანი განცხადება გაკეთდებოდა.
საქართველოსთვის ეროვნული უსაფრთხოება არ არის აბსტრაქტული ცნება. ეს არის ყოველდღიური, ხელშესახები რეალობა, საოკუპაციო ხაზით გაყოფილი ქვეყანა, რომლის დედაქალაქიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში დგას უცხო სახელმწიფოს სამხედრო ძალა.
ამ პირობებში საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებაა არა სხვისი პოლიტიკური დღის წესრიგის შესრულება, არამედ საკუთარი სახელმწიფოს გადარჩენა, სტაბილურობის შენარჩუნება და მოსახლეობის დაცვა.
ბრიუსელიდან მომდინარე კრიტიკა სწორედ ამ რეალობის იგნორირებაზე მიუთითებს.
საქართველოს სახელმწიფო ვერ ააშენებს საკუთარ მომავალს სხვისი გეოპოლიტიკური გათვლების იმედად. ახალ 25 თებერვალს ჩვენ არ დავუშვებთ“, - წერს პაპუაშვილი.