პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მოსახლეობას აფრთხილებს
1752496100
საქართველოს დროშას რომ ხედავენ იყურებიან, სხვა ქვეყნის დროშა აკლდებათ თვალში და თუ არ დაინახეს, ემართებათ კრუნჩხვები. სხვა ქვეყნის დროსაზე სწორდებიან, სხვა ქვეყნის ჰიმნს მღერიან, სხვა ქვეყნის პარლამენტის წევრებზე ამოსდით მზე და მთვარე, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას.
მისი თქმით, არიან ადამიანები, რომლებსაც საკუთარი სამშობლო დაკარგეს.
„ზოგადად, გადატრიალების გეგმა ხშირად გვინახავს მათგან დასახული და ბოლოს ყველა თავის ლოგინში ტრიალდება. ეს არის მათი ბედ-იღბალი. კიდევ ერთხელ, როდესაც ქართველი შედგება უცხო ქვეყნის, უცხო ჯგუფის თუ ა.შ. სამსახურში, იმ ადამიანის საქმე არის წასული. მას აღარაფერი უშველის, არც რევოლუციის და არც აჯანყების, არც არაფრის ყვირილი უშველის. როდესაც ადამიანი ღალატობ შენს სამშობლოს, შენს ხალხს, ამის განაჩენი ისტორიულად ყოველთვის გამოჰქონდა ქართველ ხალხს მათ მიმართ. ასე, რომ დღეს ეს არის პლასტი ჩვენი საზოგადოების, სამწუხაროდ, ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც ვხედავთ, ფიზიკურადაც სხვა ქვეყნის დროსებს აფრიალებდნენ. საქართველოს დროშას რომ ხედავენ იყურებიან, სხვა ქვეყნის დროშა აკლდებათ თვალში და თუ არ დაინახეს, ემართებათ კრუნჩხვები. სხვა ქვეყნის დროსაზე სწორდებიან, სხვა ქვეყნის ჰიმნს მღერიან, სხვა ქვეყნის პარლამენტის წევრებზე ამოსდით მზე და მთვარე.
არიან ადამიანები, რომლებსაც საკუთარი სამშობლო დაკარგეს. რა თქმა უნდა, ეს საბოლოო ჯამში მათი განაჩენია, რომ იქნებიან უსამშობლო ღამურები“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ტრაგედია მსახიობ ზურაბ ცინცქილაძის ოჯახში
1752576837
ავარია აბაშაში - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1752598663