„მაგარ რაღაცას გასწავლით“ - „ფეხის გაკვანძვის“ მიზეზს გიორგი ღოღობერიძე განმარტავს
1758576068
იმ განცხადებით, რომ თუ რამე ძალაუფლებას მიიღებენ, ქალაქის კოლაფსს მოაწყობენ, პირდაპირ დაადასტურეს, რომ ეს არის საქართველოს წინააღმდეგ გარედან დაწერილი ერთიანი გეგმა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ირაკლი კუპრაძისა და ალეკო ელისაშვილი განცხადების შესახებ, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში თბილისის პარალიზებას გეგმავენ.
მან ამგვარად უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, აქვთ თუ არა ერთიანი მიზნები „ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელოს“ და „გახარიას საქართველოსთვის“.
„ჩვენ ვნახეთ, რომ მათ ვერაფერი შეძლეს. უცხოელებმა ვერაფერი შეძლეს პროპაგანდით. შარშან რეფერენდუმად გამოგვიცხადეს, თითქოს არჩევანი არის რაღაც ვექტორებს შორის. გამოვიდა ქართველი ხალხი და საკადრისი პასუხი გასცა ყველა უცხოელს - პროპაგანდით და ზეწოლით ვერაფერს მიაღწიეს. ახლა მათი ერთადერთი გზა არის ადამიანების სოციალური გაწვალება, რომ ადამიანები დატანჯონ და იქნებ, ამით მაინც რაღაცაზე წამოიკიდონ. ეს არის ზუსტად ამ გეგმის ნაწილი და თავადაც აცხადებენ, რომ არიან მათ მიერ გამოცხადებული ძალადობრივი დამხობის პროექტის ნაწილი”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ოპოზიციის მერობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე და ვიცე-მერობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში თბილისის პარალიზებას გეგმავენ.