„ნიორს ასე თუ შეჭამთ, ავად არ გახდებით“ - არუნ ხათრის მიმართვა
1778073540
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მონტენეგროს პარლამენტის პრეზიდენტს, ანდრია მანდიჩს შეხვდა.
შალვა პაპუაშვილმა კოლეგას მადლობა გადაუხადა ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის (PAM) წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტზე მოწვევისთვის.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და მონტენეგროს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე. აღინიშნა, რომ საპარლამენტო კავშირები წარმატებით ვითარდება და ხორციელდება საპარლამენტო გაცვლები.
მათივე ცნობით, შალვა პაპუაშვილმა მიულოცა მონტენეგროს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პროგრესის მიღწევა, რაც გაწევრიანების შეთანხმებაზე მუშაობის დაწყებას გულისხმობს.
ანდრია მანდიჩმა აღნიშნულ პროცესზე ისაუბრა და საქართველოსთვის მონტენეგროს გამოცდილების გაზიარების მზაობა გამოხატა. ასევე საუბარი შეეხო ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეასა და შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეას შორის თანამშრომლობას, რომლის თავმჯდომარე ქვეყანა, ამჟამად, საქართველოა.