ერთმანეთს 2 მიკროავტობუსი შეეჯახა... - ავარია საგარეჯოში
1752334200
ესეც აჩვენებს, რა ფარისევლობას აქვს ადგილი რადიკალებში და რომ სინამდვილეში წარმოსახვითია ის, რისი დათესვაც უნდათ მათ თავიანთ მომხრეებში. სინამდვილეში, ძალიან კომფორტულად იღებენ იმ ფულს, რომელიც სხვა მხრივ რომ ჰკითხო, მიუღებელია. ასე რომ, ეს მორალური დეგრადირების ერთ-ერთი მაჩვენებელია, - ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი ხოშტარიების ანგარიშზე რუსეთიდან თანხების მორიგ ჩარიცხვას.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საზოგადოებას ახსენებს, რომ საუბარი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან პირდაპირ ჩარიცხულ თანხებზე.
„მთავარი პრეტენზია, რასაც უყენებენ ხოლმე რუსეთს, მათ შორის თავად ხოშტარია და მისი გარემოცვა, არის რომ რუსეთი არ იცავს ხელშეკრულებებს და არ უნდა ვენდოთ რუსეთს, ვინაიდან რუსეთი არ იცავს ხელშეკრულებებს. რაღა მაინცდამაინც ხოშტარიების ოჯახის მიმართ იცავს ხელშეკრულებებს რუსეთი? როგორც ისინი ამბობენ მათი რომელიღაცა წინაპრის ინტელექტუალური საკუთრების გამო ხდება ჩარიცხვა. გამოდის, რომ მათი წარმოდგენით, რუსეთი მთელს მსოფლიოს ურღვევს ხელშეკრულებებს, არღვევს საერთაშორისო სამართალს და მაინცდამაინც ხოშტარიების ოჯახია, სადაც დღეს არ გადააცილებს ხოლმე რუსეთის ბიუჯეტი, რომ ჩაურიცხოს თანხები. ყველას შევახსენებ, ეს არის რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან პირდაპირ ჩარიცხული თანხები“, - აცხადებს პაპუაშვილი.