ის, რომ ლაზარე გრიგორიადისის შემდეგ, კიდევ ვიღაცამ გაბედა „მოლოტოვის კოქტეილის“ ხელში აღება, სრულად ბრიუსელის სინდისზეა - ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერც ევროკავშირის ელჩი - შალვა პაპუაშვილი

 შალვა პაპუაშვილი

ევროკავშირის ელჩი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, ვიდრე საჯაროდ არ გაემიჯნება ბენზინიანი ბოთლების ევროკავშირის სახელით დამზადებას და სროლას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ბრიუსელმა ადამიანის თუ ნივთის დაწვა მშვიდობიანი და ლეგიტიმური პროტესტის ფორმად გამოაცხადა.

„დღეს უკვე მეოთხე ადამიანზე დადგა განაჩენი „მოლოტოვის კოქტეილთან“ დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ექსტრემიზმის იმ მასშტაბს, რომელიც შარშან, ძალადობრივი დემონსტრაციების დროს ვიხილეთ. რთულია, ვერ დაინახო კავშირი გაბევრებულ პირომანებსა და „მოლოტოვის კოქტეილის“ პოპულარიზაციის კამპანიას – „მე ვისროლე“ შორის, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებდა.

ის, რომ ლაზარე გრიგორიადისის შემდეგ, კიდევ ვიღაცამ გაბედა „მოლოტოვის კოქტეილის“ ხელში აღება, სრულად ბრიუსელის სინდისზეა, რომელმაც ადამიანის თუ ნივთის დაწვა მშვიდობიანი და ლეგიტიმური პროტესტის ფორმად გამოაცხადა. ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერც ევროკავშირის ელჩი, ვიდრე ის საჯაროდ და მკაფიოდ არ გაემიჯნება ბენზინიანი ბოთლების ევროკავშირის სახელით დამზადებას და სროლას. მართლაც სირცხვილია, რომ ბრიუსელი ევროკავშირს ძალადობასთან აიგივებს“, – წერს პაპუაშვილი.