წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1762186848
ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი, როგორც აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა თქვა, - ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა კითხვას ირაკლი კობახიძის ჩინეთში ვიზიტის კრიტიკის შესახებ. პარლამენტის თავმჯდომარე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის ქვეყნის როლზე და აღნიშნავს, რომ ქვეყნის მთავრობა მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.
„სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, რომელიც ჩვენ სისხლით მოვიპოვეთ, განსხვავებით ზოგიერთი სხვა ქვეყნისგან, გულისხმობს (და ეს ჩვენს კონსტიტუციაში წერია), რომ ქართველი ხალხი თავად განსაზღვრავს მის საშინაო და საგარეო პოლიტიკას და განსაზღვრავს იმას, თუ რა არის მისთვის კარგი. როცა ვსაუბრობთ შუა დერეფნის ფუნქციაზე, ევროპასა და აზიას შორის ხიდის გადების ჩვენს ისტორიულად არსებულ შესაძლებლობაზე, რა გგონიათ, რა იგულისხმება? იგულისხმება ევროკავშირი და უპირველეს ყოვლისა ჩინეთი და მათ შორის ვაჭრობა, სადაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩვენი ფუნქცია შევასრულოთ. ასე რომ, რა თქმა უნდა, როგორც აშშ და სხვა ნებისმიერი სუვერენული ქვეყანა საკუთარი ხალხის ინტერესებით მოქმედებს, ასე მოქმედებს საქართველოს ხელისუფლებაც. ასე რომ ღმერთმა დალოცოს საქართველო, ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.