1753194847
შალვა პაპუაშვილი: გაირკვა რა ღირს „ქართველი ხალხის სიყვარული“ - „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიიდან შემოწირულობებს კონგრესმენი ჯო უილსონიც იღებდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელ აგენტთა რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმიანება, საიდანაც ირკვევა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიიდან შემოწირულობებს კონგრესმენი ჯო უილსონიც იღებდა.
როგორც პაპუაშვილი წერს, გაირკვა რა ღირს „ქართველი ხალხის სიყვარული“.
,,გაირკვა რა ღირს „ქართველი ხალხის სიყვარული“.
„აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელ აგენტთა რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამერიკული ლობისტური კომპანია დაიქირავა - შემოწირულობებს კონგრესმენი ჯო უილსონიც იღებდა“, - წერს პაპუაშვილი.