როგორი ზამთარი იქნება საქართველოში - სინოპტიკოსის პასუხი
1764531143
ალეკო ელისაშვილი თავადაც აღიარებს, რომ ტერორისტული აქტი ჩაიდინა, დანარჩენს სასამართლო დაადგენს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ინდოეთში ქართველ ჟურნალისტებთან.
„ფაქტია, ალეკო ელისაშვილი თავად აღიარებს, რომ დაგეგმა, მოამზადა და ცივსისხლიანად განახორციელა ეს ტერორისტული აქტი, ასე, რომ ყველაფერი გასაგებია, გაუგებარია ის, რომ ვნახე „ლელოს“ განცხადება, რომ თითქოს ისინი გმობენ [ელისაშვილის ქმედებას], დაგმობა მაშინ უნდა ყოფილიყო, ვიღაცა ცუდ განცხადებას რომ რომ გააკეთებს, თორემ ადამიანმა ჩაიდინა ტერორისტული აქტი, რომელსაც აღიარებს და ახლა არის კითხვა მარტივი - აპირებს თუ არა „ლელო“ გარიცხოს ალეკო ელისაშვილი საკუთარი რიგებიდან, გვაინტერესებს, ტერორისტები უნდა ჰყავდეთ საკუთარ რიგებში?! თუ უნდა დარჩეს ტერორისტი მათ რიგებში?! გამოხმაურებები ვნახეთ „ალდესგან“, რომლის წევრიც არის „ლელო“ და მისი ლიდერები, ალეკო ელისაშვილის ჩათვლით. მაინტერესებს, ტერორისტები უნდა ჰყავდეთ საკუთარ რიგებში და ამის შემდეგ რამე უნდა გველაპარაკებოდეს ეს ევროპული პარტია „ალდე“?! სხვა დროს წუთი არ გავა, როდესაც „ალდეს“ სხვადასხვა ხელმძღვანელი „ტვიტერს“ აიკლებენ სხვადასხვა ტექსტით, ახლა სად არის მათი გამოხმაურება ამ საკითხთან დაკავშირებით?!. არც გმობენ, არც ემიჯნებიან და არც რიცხავენ, ამასთან დაკავშირებით რეაქცია - ნული“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. მას ბრალად ედებატერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა.