ჰაერის ტემპერატურამ 48 გრადუსს მიაღწია... - რა მდგომარეობაა ევროპაში, სადაც ტემპერატურა პიკს აღწევს
1751824808
ალბათ ჰგონიათ, რომ არჩევნები არ უნდა იყოს და წალენჯიხის მერიის დღევანდელი შემადგენლობა არჩევნების გარეშე უნდა იყოს და იყოს უსასრულოდ. თავში რა უტრიალებდათ, ვერ ვხვდები საკუთარი თავის მხილების განცხადება რომ დადეს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს წალენჯიხის მერიის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, ემიჯნებიან ყველა იმ პოლიტიკურ გაერთიანებასა და კანდიდატს, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, მონაწილეობა მიიღოს ე.წ. არჩევნებში.
„სასწაულია ეს განცხადება რაც ვნახეთ წალენჯიხაში. თვალებს არ დავუჯერე როდესაც წალენჯიხის მერიის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე დაიდო მერიის განცხადების სახით. ნაცობა სხვა რამე კი არ არის. ზუსტად ეს არის ნაცობა. ეს არის იდეოლოგია, რომელიც ზუსტად ასეთ ქცევაში გამოიხატება. გასული არიან ყოველგვარი კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. როდესაც თვითმმართველობის ორგანო აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების საბოტაჟს მოახდენს. არ ვიცი, ალბათ ადრე ძველი ხუმრობა იყო ერთ-ერთ პოლიტიკოსზე, რომ ვიქნები და ვიქნებიო. ალბათ ჰგონიათ, რომ არჩევნები არ უნდა იყოს და წალენჯიხის მერიის დღევანდელი შემადგენლობა არჩევნების გარეშე უნდა იყოს და იყოს უსასრულოდ. თავში რა უტრიალებდათ, ვერ ვხვდები საკუთარი თავის მხილების განცხადება რომ დადეს.
ისიც არ ვიცი შემთხვევით „ფეიჯი“ ხომ არ გატეხეს და ვინმე სხვამ ხომ არ დადო, თუმცა თუ წალენჯიხის მერია ამას ოფიციალურად რომ აცხადებს, სამართლებრივი განზომილებაც აქვს, რაც გულისხმობს საბოტაჟს და თვითმმართველი ორგანოს მხრიდან კანონმდებლობის ჩარჩოებიდან გასვლას. ტექსტში ეწერა, რომ რეჟიმს არ დაემორჩილებიან. რას ჰქვია პარლამენტს არ აღიარებს წალენჯიხის მერია, თუ მთავრობას, თუ კანონებს?! აბსურდი და ცირკია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.