„ვინც ამ გზაზე მომყვება...“ - ილია თოფურია გავრცელებული ჭორების შემდეგ პოსტს აქვეყნებს
1761162624
მოგიწოდებთ, რომ დააკვირდეთ, ვის აკავებს პოლიცია. ესენი არიან საგამზირედ განწირული მსხვერპლები მათი ორგანიზატორების მხრიდან, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ძირითადად ეს სუსტი, მოწყვლადი და ემოციურად ამყოლი ადამიანები არიან.
„ადგილობრივი ორგანიზატორები ტროტუარზე დგანან, ნაბიჯს არ დგამენ რუსთაველის გამზირზე, უცხოელი ორგანიზატორები კი ტრიბუნიდან საუბრობენ და აქეზებენ მათ. საბოლოო ჯამში, ზუსტად ასეთი ადამიანები - სუსტებს, მოწყვლადებს, ემოციურად ამყოლებს სწირავენ, იმისთვის რომ დაარღვიონ კანონი და შემდეგ ისინი წარმოაჩინონ მსხვერპლად. ამ ადამიანებს მივმართავ განსაკუთრებით, ვინ ასე ცივსისხლიანად განწირულები ჰყავთ ამ ანტიქართული კამპანიის ორგანიზატორებს ქვეყნის გარედან და ქვეყნის შიგნიდან“, - განაცხადა პაპუაშვილმა და აქციის მონაწილეებს ნინო ლომჯარიას განცხადება შეახსენა, რომელმაც „სოცქსელში პანიკა ატეხა“, ყველას რუსთაველის გადაკეტვისკენ მოუწოდა, თვითონ კი „ფეხი არ გადადგა რუსთაველის გამზირზე, ტროტუარიდან აკვირდებოდა ხალხი როგორ არღვევდა კანონს“.
პაპუაშვილის თქმით, დაკავებული ადამიანები ანტიქართული კამპანიის მსხვერპლები არიან, რომელიც გარედან იგეგმება და რომელსაც აქეზებენ. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ კამპანიის ერთ-ერთი მონაწილე იყო ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც საკუთარი მაგალითით აჩვენა, რომ კანონის დარღვევა მისაღებია.