„მაგარ რაღაცას გასწავლით“ - „ფეხის გაკვანძვის“ მიზეზს გიორგი ღოღობერიძე განმარტავს
1758576068
ადამიანს თუ არ უნდა, რიყეზე ისე გავა, ქვას არ დაინახავსო, ზუსტად ეს მომენტია, ევრობიუროკრატიის წარმომადგენლებს არაფრის დანახვა არ უნდათ. არაუშავს, ბრიუსელი თუ რამეს ვერ დაინახავს, ისევ თავის თავს აზიანებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, რომლის მიხედვითაც: „ევროკომისიამ გამოაქვეყნდა ანგარიში, რომელიც მოიცავს 2013 წლიდან 2025 წლამდე პერიოდს და აღნიშნულია, რომ მთავრობის ფუნქციონირების შეფასებით, საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა. ძირითადი კონტექსტი იყო დემოკრატიული ფუნქციონირება და არჩეული თანამდებობის პირების შესაძლებლობა, ეფექტიანად, ანგარიშვალდებულად განახორციელონ მმართველობა, ზედმეტი ჩარევების გარეშე. იგივე ევროკომისია გაკრიკიკებთ ხოლმე, თუმცა ევროკომისიითაც აღიარებულია მთავრობის ეფექტიანი მუშაობა. რა შეგიძლიათ, თქვათ ამასთან დაკავშირებით“?
„ადამიანს თუ არ უნდა, რიყეზე ისე გავა, ქვას არ დაინახავსო. ზუსტად ეს მომენტია. ფაქტობრივად, საქართველოს წარმატება არის მიმოფანტული ქვებით სავსე რიყე, სადაც ევრობიუროკრატიის წარმომადგენლები გამოდიან, გაიხედებიან, გამოიხედებიან, მაგრამ ხელებს აცეცებენ და არაფრის დანახვა არ უნდათ. ეს მდგომარეობაა. გახსოვთ, სულ რაღაც 2-3 წლის წინ ტერმინოლოგიაში ყველა იყენებდა, რომ არ არის ასეთი აღქმა საქართველოზე, არის ასეთი აღქმა… თუ დააკვირდებით, ეს ტერმინი მთლიანად მოვასპობინეთ პოლიტიკური ლექსიკონიდან და დავუპირისპირეთ ფაქტები. ალბათ მეც ჩემი წვლილი მაქვს შეტანილი იმაში, რომ დღეს ვეღარავინ საუბრობს აღქმებზე. ყველა ხვდება, რომ ნებისმიერ ასეთ განცხადებას აღქმებზე, ილუზიებსა და მოლანდებებზე, ჩვენ დავუპირისპირებთ ფაქტებს. ამიტომ ყველა ერიდება და ეს ტერმინი საერთოდ ამოიშთო ქართული პოლიტიკური ლექსიკონიდან. იციან, რომ ნებისმიერ ასეთ მოლანდებას, რასაც გვეტყვიან, დავუპირისპირებთ ფაქტებს. აგერ არის ფაქტები, რომლებსაც, რაც მთავარია, თავად ქმნიან – ან საკუთარი დაკვეთით ხდება, ან თავად იზიარებენ, აზიარებენ და ეყრდნობიან ამ ანგარიშებს, შეფასებებს. შემდეგ რომ ვეუბნებით, აი, ფურცელი, ფაქტი, ისე ცაში და ღრუბლებში იყურებიან, თითქოს არაფერი სმენიათ და არაფერი მომხდარა. ჩვენ ამ ყველაფერს არ ვაკეთებთ არც ბრიუსელისთვის და არცერთი სხვა დედაქალაქისთვის. ვაკეთებთ საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის. ამას, უპირველეს ყოვლისა, ხედავს ქართველი ხალხი. არაუშავს, ბრიუსელი თუ რამეს ვერ დაინახავს, ისევ თავის თავს აზიანებს. ვხედავთ იმ მართლაც საბავშვო ბაღის დონის საგარეო პოლიტიკას, რომელსაც დღევანდელი ბრიუსელი აწარმოებს. ვხედავთ, რა დამოკიდებულებები აქვთ ბრიუსელის მიმართ დიდ სახელმწიფოებს და ახლა პატარა სახელმწიფოზე ცდილობენ, საკუთარი ეგო დაიკმაყოფილონ. სწორედ ეს არის შედეგი, თავის თავს იზიანებენ, მაგრამ ამას ყველაფერს ხედავს ქართველი ხალხი და კიდევ ერთხელ გამოჩნდება 4 ოქტომბერს არჩევნებზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.