„ახალი შეზღუდვა“ - ცნობილია, ვინ დაჯარიმდება დარღვევის შემთხვევაში
1766437353
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლებთან ერთად, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სარფის“ დასაცავ მონაკვეთზე უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1980 წელს დაბადებული ს.ა. დააკავეს. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
პოლიციამ ბრალდებული ს.ა. სახელმწიფო საზღვარზე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგოდ შემოტანის ფაქტზე დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.