თაზო დათუნაშვილი: პოლიტიკური აქტივობის გაცოცხლებისთანავე ზურაბ ჯაფარიძეს დამატებითი შეზღუდვა დაადეს, პოლიტიკური დევნა მეტი არაფერი არ არის

თაზო დათუნაშვილი

პოლიტიკური აქტივობის გაცოცხლებისთანავე ზურაბ ჯაფარიძეს დამატებითი შეზღუდვა დაადეს, პოლიტიკური დევნა მეტი არაფერი არ არის, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძესთან დაკავშირებით განაცხადა.

დათუნაშვილის თქმით, პოლიტიკურია დევნაა, როდესაც პოლიტიკური ლიდერების მიმართ არის ციხეში ჩასმის მუდმივი მუქარა.

„ეს პოლიტიკური კორდებალეტი, რაც მოაწყეს პროკურატურამ და სასამართლომ, არის დადასტურება, რომ სრულად ინსტრუმენტალიზებულია ქვეყნის პოლიტიკური ხელისუფლების და უზურპატორების მიერ სამართლებრივი სისტემის აბსოლუტურად ყველა რგოლი. პოლიტიკური დევნაა პოლიტიკური ლიდერების ციხეში ჩასმა, მუდმივი მუქარა ამ ციხისა, მუდმივი მდგომარეობა, რომ ციხეში შეიძლება, აღმოჩნდეს ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერი თუ პოლიტიკურად ვიაქტიურებთ. უბრალოდ თავისუფლების მოყვარე ერებში ეს სისტემა არ მუშაობს.

ბრძოლა არის ბოლომდე, ეს ბრძოლა ჩვენი მხრიდან ბოლომდე იქნება მიყვანილი ბოლომდე და დარწმუნებული ვარ, ზურაც ასევე უყურებს თავის ბრძოლას. არ მგონია, რომ გირაო იქნება ის ფაქტორი, რომელიც მას შეაფერხებს. რაც შეეხება პოლიტიკური დილემის ხელოვნურად შექმნას გირაოს არგადახდა-გადახდაზე, ეს რაღაც ძალიან იაფფასიანი ბავშვური თამაშია, რაზეც არ ღირს ლაპარაკი, არასერიოზულია ჩვენი საზოგადოებისთვის, ვილაპარაკო ისეთ თემაზე, ციხეს უნდა აერიდოს პოლიტიკოსი, თუ არ აერიდოს“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს მოსამართლემ 30 000-ლარიანი გირაო საბოტაჟის საქმესთან დაკავშირებით შეუფარდა.