დღეიდან ბაღებში ახალი სისტემა ამოქმედდება
1768436070
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა.
საქსტატის ინფორმაციით, გასული წლის ნოემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 288.4 ლარი იყო, დეკემბერში კი ეს მაჩვენებელი ხუთი ლარითა და 10 თეთრით შემცირდა და, ჯამში, 283.3 ლარი შეადგინა.
ამასთან, საქსტატის ცნობით, 2025 წლის ნოემბერთან შედარებით, დეკემბერში ოთხი ლარითა და ორმოცდაათი თეთრით არის შემცირებული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 250.9 ლარს შეადგენს.
საქსტატის ინფორმაციით, საარსებო მინიმუმი მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე დგინდება, მინიმალური სასურსათო კალათა კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს.
საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან. ესენია: პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.