ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის
1756723020
თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა გერმანიის ელჩის ვიდეომიმართვა, რომელიც პეტერ ფიშერმა ილიაუნის სტუდენტური მოძრაობისთვის ჩაწერა.
ვიდეომიმართვაში პეტერ ფიშერი საუბრობს ქართული ოცნების ნაბიჯებზე და უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეებზე.
პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივნის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, ელჩების საქმიანობაა შეისწავლონ საქართველოს საზოგადოებაში არსებული მდგომარეობა.
"საქართველოში მოქმედი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების ელჩები ვის შეხვდებიან და ვის არ შეხვდებიან, მთავრობის განსახილველი საკითხია?! ელჩების საქმიანობაა შეისწავლონ, ბევრ სხვა დიპლომატიურ საქმიანობასთან ერთად, საქართველოს საზოგადოებაში არსებული მდგომარეობა", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
გიორგი შარაშიძის განცხადებით, პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით შესაძლოა სტუდენტებშიც იყოს აზრი ორად გაყოფილი და თუ ეს შეხვედრა რადიკალიზაციის გაღვივებას ემსახურება, ამას არ მიესალმება.
"ყველას აქვს უფლება, ისაუბროს იმ დარღვევებზე, რა დარღვევებსაც აქვს ადგილი ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. სტუდენტებშიც შეიძლება იყოს აზრი ორად გაყოფილი და ა.შ. თუ ეს სტუდენტებშიც რადიკალიზაციის შეტანას ემსახურება მიზნად, ამას ნამდვილად ვერ და არ მივესალმები", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.