საქართველოს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია

ფაშინიანი

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი დახვდა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ შეხვედრა. ასევე, გაიმართება საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-15 სხდომა, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერება ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ოქმს.

ამასთან, დაგეგმილია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის შეხვედრა.