საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტი მოიპოვა

სასახელე-მუზეუმები

 საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტი მოიპოვა.

პროექტი - „ამერიკული კოლექციები ხელოვნების სასახლეში და კულტურული დიალოგის ისტორია“ - ხელოვნების სასახლეში დაცული, ამერიკასთან დაკავშირებული უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის - 500-მდე საარქივო მასალის, ფოტო, აუდიოვიზუალური და სამუზეუმო ობიექტის კვლევას, სამეცნიერო აღწერას, გაციფრულებასა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის წარდგენას ითვალისწინებს.

საქართველოსა და ამერიკის კულტურული ურთიერთობების საუკუნოვანი ისტორია პირველად ერთ გამოცემაში გაერთიანდება.

„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ხელოვნების მუზეუმის ყველა თანამშრომელს, რომელმაც იმუშავა პროექტზე სახელწოდებით „ამერიკული კოლექციები ხელოვნების სასახლეში და კულტურული დიალოგის ისტორია“. კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა უდიდესი პასუხისმგებლობაა ჩვენი აწმყოს და მომავლის წინაშე. ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის მომავალი თაობისთვის გადასაცემად, იმისათვის, რომ უნიკალური ისტორია გავაცნოთ რაც შეიძლება მეტ ადამიანს, საჭიროა მისი სამეცნიერო კვლევა, შესწავლა და დამუშავება; სწორედ აღნიშნულს ითვალისწინებს ახალი პროექტი. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ ეს არის რიგით მესამე ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც ხელოვნების სასახლემ მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისგან, რაც გახლავთ დასტური ორ ქვეყანას შორის წარმატებული და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის. დარწმუნებული ვარ, ეს წარმატებული პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა კულტურის მინისტრის მოადგილემ ნათია შამათავამ

✕